მთავრობის აპარატში თურქეთის რესპუბლიკის გუბერნიების პოლიციის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში თურქეთის რესპუბლიკის გუბერნიების პოლიციის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი პირები და თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.
თურქი სამართალდამცველები საქართველოში მეზობელი რეგიონების შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათთან ერთად განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა უსაფრთხოება საზღვრისპირა რეგიონებს შორის და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობა.
თურქული მხარის ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება ერთის მხრივ, სერვისის გაუმჯობესება, მეორე მხრივ – საზღვრის გამტარიანობის მკვეთრად ზრდა, რაც ორი ქვეყნისა და ორი რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

Visited 175 times, 1 visit(s) today