მთავრობის მეთაური საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო, სადაც მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო, სადაც მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 26 მაისი ყველას ერთი დიდი იდეის გარშემო – ქვეყნის დამოუკიდებლობის ირგვლივ აერთიანებს. მისივე თქმით, ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და საქართველო ახლა დიდი გულისყურით ელოდება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი. სახელმწიფო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

Visited 14 times, 1 visit(s) today