მთავრობის საგარეო პოლიტიკა არსებული გამოწვევების გამკლავების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით თანამედროვე საერთაშორისო გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია, რაც შესაძლებლობებთან ერთად, ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს წარმოშობს. საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გამკლავების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი შეფასებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევები დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია – შავი ზღვის რეგიონზე, მათ შორის რუსეთის ანექსიური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უდიდესი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. „რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტების არსებობა ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა/გაფართოების მიზნით კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული.

Visited 171 times, 1 visit(s) today