მთაწმინდაზე ხანძარია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი.

Visited 128 times, 1 visit(s) today