მიგრაციის სტატისტიკის საკითხებზე სემინარი იმართება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიგრაციის სტატისტიკის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” ორდღიანი საერთაშორისო სემინარი გაიხსნა.

როგორც prof-news-ს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, სემინარი გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა (EFTA) და გაერო-ს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ტარდება და მასში მონაწილეობენ იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები არიან მიგრაციის მონაცემთა წარმოების და მიგრაციის პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები.

მისი თქმით, სემინარის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოწინავე საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის გაცნობა მიგრაციის სტატისტიკის სფეროში და საქსტატის მიერ მისი შესაძლო ინტეგრირება მიგრაციის სტატისტიკის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში.

Visited 167 times, 1 visit(s) today