მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„პანდემიამ პრობლემები შეუქმნა საფინანსო სექტორს, გამონაკლისი არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, შესაბისად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემსუბუქდეს კრიზისის გავლენა. მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრისას განაცხადა. ონლაინ დიალოგისას მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასახმარებლად.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მიკროსაფინანსო სექტორის აქტივების ზრდა და მათი მოქმედების არეალის კიდევ უფრო გაფართოება, ისინი ამჟამად 600 ათასს მომხმარებელს ემსახურებიან“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და მზადყოფნა გამოთქვა მიკროსაფინანსო სექტორს კრიზისის ნეგატიური ეფექტის გადალახვაში და დაძლევაში დაეხმაროს.

Visited 112 times, 1 visit(s) today