მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება ოზურგეთში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსტან ერთად ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო, რომელიც მიმართულია წარმოების შემდგომი განვითარებისა და წახალისებისაკენ
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს აქტიურ კონსულტირებას უწევენ.
ამ დროისთვის, წარმოდგენელია 276 განმცხადებლის 151 ბიზნეს – იდეა, აქედან 62 განმცხადებლის 38 პროექტი უკვე დაფინანსებულია 299 184 ლარით. 5 აპრილამდე დაფინანსებას 23 განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 11 ბიზნესპროექტი მიიღებს, თანხა შეადგენს 108 598 ლარს.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური ბიზნეს იდეის შედგენასა და ფორმულირებაში 101 მოქალაქეს დაეხმარა.

Visited 189 times, 1 visit(s) today