მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა – 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების – ვინც, საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება – 24,3%-ით გაზრდილი, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია.
„საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15.3% შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა იყო 8.3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წელს 16,2%-ით გაიზარდა და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 135 times, 1 visit(s) today