მინდელის შახტში დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით სერგეენკომ მინდელის შახტში მომხდარის შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში მოინახულა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 4 პაციენტი გადის. კვლავ საყურადღებოა რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ გეგმური ოპერაციული მკურნალობისთვის ამზადებენ. გაუმჯობესებულია შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ბინაზე რამდენიმე დღეში გაწერენ.
გუშინ, ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი. დაშავებულთაგან ერთი ბინაზე გუშინვე გაიწერა, ხოლო 5 მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში გადმოიყვანეს.

Visited 175 times, 1 visit(s) today