მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა.

Visited 102 times, 1 visit(s) today