მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში მთავრობის მრჩეველს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე.
ასევე საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ფორმატში კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის დროს მინდია ჯანელიძემ სერ გარი ჯონსონს კრიზისების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, თავის მხრივ სერ გარი ჯონსონმა უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში ქართულ -ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 161 times, 1 visit(s) today