მინდია ჯანელიძე ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე. განიხილეს საბჭოს აპარატის და ბრიტანელი კოლეგების ერთობლივი საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა დადებითად შეაფასა ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობა კრიზისების მართვის მიმართულებით. მისი განცხადებით, კონსულტაციები, რომლებიც მხარეებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარეობს, კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი კრის გოფი.

Visited 211 times, 1 visit(s) today