მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა იწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა იწყება. ტურნირში მონაწილეობას სოფლისა და ქალაქის გუნდები მიიღებენ. თამაშები მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ტურნირი ფეხბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენას ემსახურება. ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.

Visited 154 times, 1 visit(s) today