აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილთან ერთად ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში არასტანდარტული მანადარინის მიღების პროცესს დაესწრო. შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ი, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, საიდანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში. ხვალიდან არასტანდარტული მანდატინის მიღებას დაიწყებს შპს
“TCF GEORGIA”, რომელიც მიმდინარე წელს გეგმავს 4 000 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინის მიღებას. რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. მიღებული წვენი მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.