მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე მსჯელობისთვის, შეკრებილია 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მინისტრი. კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრაგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ და სხვა ლიდერებმა. პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კონფერენციის თანაორგანიზებით, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

Visited 121 times, 1 visit(s) today