წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს . სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“.
მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.
სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ამავდროულად დაათვალიერეს მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია.