მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, მოქალაქეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
“მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ და რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით. მოხდა გარდატეხა და ვიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაშინაც უხაროდა ეს დღე. დღესაც, როცა ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულნი ძალიან მიხარია და ყველას გილოცავთ, ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Visited 166 times, 1 visit(s) today