მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

„აღიარების კანონში შემოვა ცვლილებების შესახებ ინიციატივა, რადგან საკუთრების უფლების დაცულობისთვის, მათ შორის, მთიან რეგიონებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევიმუშავეთ. მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დღევანდელი დილის მონაცემებით, აბსოლუტურად უსასყიდლოდ და გამარტივებული წესით ბოლო ორი წლის განმავლობაში 487 000 ნაკვეთი დაირეგისტრირა იმ 487 000-მა ადამიანმა, ვინც მანამდე კარდაკარ უწყებებში დადიოდა და მიწას ვერ ირეგისტრირებდა. მე მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს, რომლებმაც ბატონი ოთარ დანელიას მეთაურობით ხელი შეგვიწყვეს და ახლა ინიცირებული იქნება ამ რეფორმის პირველ იანვრამდე გაგრძელების შესახებ კანონპროექტი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

Visited 272 times, 1 visit(s) today