მიხეილ ბატიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა და განათლების მიმართულებით დაგეგმილი სისტემური რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სისტემის მიმდინარე, ასევე, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. მიხეილ ბატიაშვილმა ჰუბერტ ქნირშს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაწეული გულთბილი მასპინძლობისთვის, რაც საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იყო ევროპელი მსმენელისთვის საკუთარი დამწერლობა, კულტურა და ხელოვნება გაეცნო.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის მხარდაჭერას, განსაკუთრებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წვლილს.

Visited 129 times, 1 visit(s) today