მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განიხილეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ მიმართულებით მხარდაჭერა.
თავის მხრივ, კარლ ჰარცელმა გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. მხარეები მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

Visited 261 times, 1 visit(s) today