მიხეილ გიორგაძემ თელავის განახლებული თეატრი დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თელავის განახლებული ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრი დაათვალიერა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობა-გაგრილების სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ვაჟას ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა.

განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ გიორგაძე თელავის ვაჟას ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაესწრო, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი“ მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი – რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).

Visited 153 times, 1 visit(s) today