მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს, – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში. ამის შედეგია მისი განცხადება, მეტი არაფერი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

Visited 89 times, 1 visit(s) today