მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და კომიტეტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები.
საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს, მიმდინარე ვითარებას და სამომავლო პრიორიტეტებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და გამოხატა რწმენა, რომ განხორციელებული და სამომავლო რეფორმების კვალდაკვალ, ეს მხარდაჭერა შენარჩუნებული იქნება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე. ​თავის მხრივ, მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ სარჯველაძეს მიმდინარე რეფორმებზე დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებისთვის.

Visited 30 times, 1 visit(s) today