მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო კერძო კოლეჯებთან პარტნიორობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართვა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.
შეხვედრის დროს განიხილეს პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები და პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხები, ასევე საუბარი შეეხო კერძო კოლეჯების ასოციაციის როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.
შეხვედრის ბოლოს, ასოციაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განათლების სისტემების განვითარების პროცესში და ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას.

Visited 113 times, 1 visit(s) today