მიხეილ ჩხენკელმა, აეროპორტი „მიმინო“ დათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა – ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“ – დათვალიერა და ახალი “Tecnam”-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები. პრეზენტაციას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ. თელავის აეროპორტში, რომელიც თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით არის აღჭურვილი, საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

Visited 139 times, 1 visit(s) today