მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ამ მიმართულებით საქართველოს მისიის მიერ გაწეული სამუშაოები.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.

Visited 108 times, 1 visit(s) today