მიხეილ ჯანელიძემ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის სესიაში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის სესიაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. მინისტრმა კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეაფასა ამ მიმართულებით გასული წლის განმალობაში და მიმდინარე წელს მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც რეზოლუციებსა და განცხადებებში გამოიხატა.

Visited 85 times, 1 visit(s) today