მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში – “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ერთიანი ძალისხმევა ტერორისტული და კრიმინალური დაჯგუფების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ მიმართვაში დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე. მისი განცხადებით 2008 წელს რუსეთის აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების შემდგომმა ოკუპაციამ საფრთხე შეუქმნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ისტორიულ ძეგლებს.

Visited 154 times, 1 visit(s) today