მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთში ბიზნეს ფორუმი გახსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 29 მარტს გაიმართა ბიზნეს-ფორუმი.
ღონისძიების ორგანიზატორი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად უნგრეთის სავაჭრო სახლი და საქართველოს საინვესტიციო სააგენტო იყვნენ.
ბიზნეს ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გახსნეს. მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. უნგრელ ბიზნესმენებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს რეგიონალური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ქართველი, ბიზნესმენები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები უნგრეთიდან.

Visited 125 times, 1 visit(s) today