მიხეილ ჯანელიძე აშხაბადში ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშხაბადში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში – RECCA -Deepening Connectivity & Expanding Trade through investment in infrastructure & improving synergy”
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღებაა გაამახვილა რეგიონალურ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ავღანეთის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების განვითარებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ავღანეთსა და ასევე რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით გამოყო ტრანსპორტის სფერო, რომელიც მისი შეფასებით სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ სატრანზიტო მარშრუტებში მონაწილეობას.

„საქართველო არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონის სატრანსპორტო სფეროში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მონაწილეობას ახალ სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის „ლაპის ლაზული“, რომელიც ინიცირებულია ავღანეთის მთავრობის მიერ და სარგებლობს თურქმენეთის დიდი მხარდაჭერით. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილე ქვეყნების შემდგომ თანამშრომლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონის განვითარების მომავალი დიდ წილად არის დამოკიდებული ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც „ლაპის ლაზულია“-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელმაც უკვე მოუტანა ქვეყანას აღიარება და საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი პოზიციები. მისი თქმით საქართველო ვითარდება, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი და ამ პროცესში განსაკურებული როლი აქვს ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტს, რომელიც ახალ შესაძლებლობების გაუხსნის ორი კონტინენტის კავშირებს.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა 28-29 ნოემბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე ახალი იდების, პროექტებისა და შესაძლებლობების კარგ პლატფორმას წარმოადგენს.
ავღანეთთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას ავღანეთში, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოსა უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია ავღანეთის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში. „რეგიონალური თანამშრომლობა არსებითია ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის, რომელიც ასე ჭირდება, როგორც ავღანეთს, ასევე მთელს რეგიონს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის კი საჭიროა მშვიდობა და უსაფრთხოება. საქართველო მხარს უჭერს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, და სტაბილურობას და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“ – განაცხადა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა 2018 წელსაც ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში – განაგრძოს მონაწილეობა.

Visited 173 times, 1 visit(s) today