მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.

საუბარი შეეხო მ/წლის 19 ივნისს ლუქსემბურგში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მართლმსაჯულების რეფორმაში და საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მიერ ხაზი გაესვა ძალიან კარგ ორმხრივ ურთიერთობებს და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო მიმართულების, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა თანამშრომლობის არსებული დიდი პოტენციალი.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა 12 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. აქცენტი გაკეთდა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობაზე.

ბულგარეთის ელჩმა ისაუბრა საელჩოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ, მათ შორის ნატო-სთან საკონტაქტო საელჩოს რანგში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების თაობაზე.

მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კონტექსტშიც. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მიღწევის პროცესში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბულგარეთის ელჩმა მინისტრს გადასცა ეკატერინა ზახარიევას მისალოცი წერილების ორიგინალები.

Visited 237 times, 1 visit(s) today