მიხეილ ჯანელიძე “ვიშეგრადის ოთხეულისა” და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “ვიშეგრადის ოთხეულისა” და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2017 წლის 31 აგვისტოს ქ. ბუდაპეშტში გაიმართება.
შეხვედრაში „ვიშეგრადის ოთხეულის“, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ესტონეთის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მონაწილეობენ.
პლენარულ სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ ნოემბრის სამიტის მოლოდინებსა და შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარებაზე. პლენარული სესიის გარდა, მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო სადილის ფორმატში, სადაც საუბარი შეეხება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის სტრატეგიული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან.

Visited 173 times, 1 visit(s) today