მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს, ტუდორ ულიანოვიშს შეხვდა.
მინიტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მოლდოვის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი. საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობას.
მიხეილ ჯანელიძემ მოლდოველ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ბოლო განვითარებები, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა. მინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ურთიერთძალისხმევის მხარდაჭერის.
აღინიშნა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოლდველი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

Visited 168 times, 1 visit(s) today