მიხეილ ჯანელიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.
საუბრის თემას წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამომავლო პერსპექტივები. მინისტრმა თანათავმჯდომარეებთან განიხილა ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის გზები.
მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების წამყვან როლს ამ მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე სამივე თანათავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.
თავის მხრივ, მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისათვის.

Visited 114 times, 1 visit(s) today