მიხეილ ჯანელიძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ სადილს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო. სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ივნისს, ვიზიტით ბელგრადს ეწვია.

Visited 165 times, 1 visit(s) today