მიხეილ ჯანელიძე OSCE/ODIHR-ის არჩევნებზე დაკვირვების მისიას შეხვდა

საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეიდან ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია.

მისიის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. მიხეილ ჯანელიძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საგარეო უწყების მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის მზაობას საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

Visited 137 times, 1 visit(s) today