მიხელ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკუნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, მკურნალობის პროცესში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება.

Visited 14 times, 1 visit(s) today