მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს ფერმერებს და ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში იმყოფებოდა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებს.
ცენტრში მობილიზებულია სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა. მიმდინარეობს მონიტორინგი და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვა. როგორც მთავრობის მეთაურმა ცენტრში სტუმრობისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს ფერმერებს და მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. პრემიერ-მინისტრი ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

Visited 37 times, 1 visit(s) today