მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ ღია კარის დღეები გრძელდება

16 იანვარს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელთათვის, მორიგი ღია კარის დღე გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გადამხდელებს ახალი რეგულაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მათთვის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, 31 იანვრის ჩათვლით, პერმანენტულად გაიმართება. შეხვედრის გრაფიკი, ასევე დეტალური ინფორმაცია მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ, განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge ამასთან, გადამხდელებს ღია კარის დღეზე დასასწრებად წინასწარ შეუძლიათ დარეგისტრირდნე შემოსავლების სამსახურის „ფორუმზე“.
მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადი, რომელსაც გარკვეული კატეგორიის პირები გადაიხდიან, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევიდა.

Visited 192 times, 1 visit(s) today