მოლდოვას მშენებლობის სამინისტრო საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მოლდოვას რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა მიიღო, რომელიც თბილისს საქართველო-მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის ფარგლებში ეწვია.
ზურაბ ალავიძემ მოლდაველ კოლეგას ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და 2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ვასილე ბიტკამ ზურაბ ალავიძისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.
მოლდოვას მხარემ, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს ელჩი მოლდოვაში მერაბ ანთაძე და მოლდოვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გეორგე ლეუკა ესწრებოდნენ.

Visited 118 times, 1 visit(s) today