ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომლიც 6 აპრილს გაიმართება დეპუტატები გამგეობის სამსახურების შემაჯამებელ ანგარიშებს მოისმენენ.
ასევე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე იმსჯელებენ. აღნიშნულ საკითხებზე საჯარო ადმინისტარციული წარმოება იყო დაწყებული.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე.
რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაიწყება.
მორიგი სხდომა კი ზემოთაღნისნული საკითხებით დამტკიცებული დღის წესრიგით, 6 აპრილს, 11 საათზე გაიმართება. აქტების პროექტები
მორიგი სხდომის დამტკიცებული დღის წესრიგი
Visited 168 times, 1 visit(s) today