“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში” შეხვედრების ოქმები დღეს კიდევ სამ სოფელში შედგა. სოფლების: აკაურთის, საბერეთისა და ჯავშანიანის მაცხოვრებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლები შეხვდნენ. მოსახლეობამ წელს განსახორციელებელი პროექტები პრიორიტეტების მიხედვით შეარჩია. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სოფელ კიანეთში, სკვერი, სოფელ საბერეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი ხოლო ჯავშანიანში გარე განათების სისტემა მოეწყობა.
Visited 75 times, 1 visit(s) today