მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება როგორც პრიორიტეტები ასევე პრობლემები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება როგორც პრიორიტეტები ასევე პრობლემები, რომლის გადაჭრას ბუნებრივია სთხოვენ ხელისუფლებას. არის საკითხები, რომლებიც ადგილზე მოვაგვარეთ, ზოგი მათგანი კი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება. შეხვედრებზე ასევე ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რისი ასახვაც მოხდება მთავრობის სამოქმედო გეგმაში და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. მე როგორც რეგიონის რწმუნებული ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის თხოვნა შესრულდეს. ქვეყანას სჭირდება ძლიერი სოფლები და ძლიერი მუნიციპალიტეტები. მზად ვართ ხელი შევუწყოთ ყველა პროექტისა თუ პროგრამის ეფექტურად განხორციელებას, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს სახელმწიფო პროგრამებისგან მიღებული სარგებელი”- აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

Visited 103 times, 1 visit(s) today