მოსკოვი შვეიცარიას თბილისში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას სთხოვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მკვეთრად გაიზარდა ვიზებზე განაცხადის რაოდენობა, ამიტომაც ჩვენ გვსურს შვეიცარიელი კოლეგებისგან მხარდაჭერა, რათა თბილისში მდებარე ჩვენი საკონსულოს შტატი რამდენიმე თანამდებობით გავზარდოთ“, – განაცხადა ლავროვმა შვეიცარიის საგარეო მინისტრ დიდიე ბურკჰალტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სხვადასხვა კატეგორიის ვიზებს გასცემს ტურისტულის გარდა, მათ შორის ნათესავების მოწვევის გარეშე.

Visited 278 times, 1 visit(s) today