მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებსა და ფარული მოსმენების შესახებ ოპონენტების იმ ბრალდებების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ფარულის მოსმენები დღესაც გრძელდება.

„ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი და შესაბამისად, ბუნებრივია, პარლამენტის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ყველა ეს პროცესი და მონიტორინგი ჩვენი მხრიდან ხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება, თუმცა რაც შეეხება, მოსმენებს, ამ კუთხით მე პარალელების გავლებას ბუნებრივია მოვერიდებოდი. ჩვენ გვახსოვს ამ კუთხით რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ, თუმცა კიდევ ერთხელ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, არის განსაკუთრებული აქტუალობის და პარლამენტი გააგრძელებს მონიტორინგს ამ საქმეზე და საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ჩვენ რეაგირება გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 156 times, 1 visit(s) today