მოსწავლეები მწერალ რატი ამაღლობელს შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროფორიენატაციისა და კარიერის დაგეგვმის საპილოტე პროგრამის განხორციელება 2013 წელს ნოემბრიდან დაიწყო. პროგრამის განმახორციელებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო.

2015-2016 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 892 საჯარო სკოლა. პროგრამა მიმდინარეობს სამი მიმართულებით: სკოლის IX და XI კლასის მოსწავლეებს უტარდებათ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საგაკვეთილო სესიები, სასწავლო ექსკურსიები და შეხვედრები პროფესიონალებთან.

პროფორიენატაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის მიზანია დაეხმაროს IX და XI კლასის მოსწავლეებს საკუთარი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების თუ განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით მაქსიმალურად სწორად აირჩიონ პროფესია.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კვირეულის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებს მწერალი რატი ამაღლობელი შეხვდა, მწერალი საკუთარი პროფესიის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრამ საინტერესოდ, დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.

Visited 137 times, 1 visit(s) today