მოსწავლე ახალგაზრდობის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან არსებულმა მოსწავლე – ახალგაზრდობის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა პარლამენტარები თავიანთი უფლება – მოვალეობებს გაეცნენ, კომიტეტეტების რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრა. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხუთი მუდმივმოქმედი კომისია ეყოლება. მომავალ სხდომაზე თვითმმართველობის წევრები კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ. პირველი მოწვევის სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ის ახალგაზრდებს გაეცნო და წარმატებები უსურვა. ზესტაფონში მოსწავლე – ახალგაზრდობის პარლამენტს უკვე 12 წლიანი არსებობის ისტორია აქვს

Visited 132 times, 1 visit(s) today