მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება გაიმართა. წარმოდგენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ უმაღლესი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. საზეიმო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ევროკომისიის, სომხეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები, ასევე, 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია სტუმრობს.
1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე, თბილისში, გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. აქტით გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

Visited 340 times, 1 visit(s) today