მოტო შეჯიბრის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო მოყვარულთა შოუს შემდეგ, დღეს, მოტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა. მოტო მოყვარულები მთელი საქართველოდან ერთმანეთს 3 კატეგორიაში შეხვდნენ, ასევე გაიმართა მოტო დრიფთ შოუ.
მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილების მფლობელებს 500 ლარი, 150 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 1000 ლარიანი VIP ბილეთი გადაეცათ. მეორე ადგილის მფლობლ სამივე მონაწილეს 300 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცათ. მესამე ადგილზე გასულ მოტომრბოლელებს კი 100 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადასცეს. დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა.
მოტოშოუმდე გუშინ ავტო მოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინეს.
რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიების სპონსორები არიან: „თეგეტა მოტორსი“, „ვისოლი“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, „GT Performance“, „Gem Fest“, „Palm Beach“, „Nadi group“, საკონდიტრო „ბომბორა“ და „მეტრო პლიუსი“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: Ipress.ge, Newsportal.ge, smo.ge
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ „ახალგაზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

Visited 197 times, 1 visit(s) today