მოქალაქეებთან აუდიენციის დროს შევთანხმდით, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და გოჩა ქავთარაძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი და მისი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური ესწრებოდნენ. მხარის რწმუნებულმა ოძისელებისგან პირადად მოისმინა სოფელში არსებული საჭიროებები და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. დავით ნოზაძე სოფლის კრებასაც დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მიმდინარე წელს ისევე როგორც 2020 წელს ოძისელებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 16 ათასი ლარია გამოყოფილი, შესაბამისად მოსახლეობა დამოუკიდებლად წყვეტს თუ რას მოხმარდეს სოფლისთვის განკუთვნილი თანხა. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, სოფელ ოძისში ბოლო წლებში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა.

„მოქალაქეებთან აუდიენციის დროს შევთანხმდით, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და საჭიროებების გადაჭრის გზებზე ერთად ვიმსჯელებთ, სოფელში ყოფნის დროს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებაა დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ სოფლის კრებასაც დავესწარი, ეს პროექტი თავისი მნიშვნელობით არის გამორჩეული, რადგან მოსახლეობა თავად იღებს გადაწყვეტილებას რაში დახარჯონ თანხა, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი, წელს სოფელ ოძისისთვის 16 ათასი ლარია გამოყოფილი,“-განაცხადა დავით ნოზაძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში, კორონა-ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან არიდების მიზნით დაწესებული ყველა წესის და არსებული რეგულაციების დაცვით ახორციელებს.

Visited 93 times, 1 visit(s) today